უკრაინაში 24 წლის ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - დაჭრილია კიდევ ერთი მებრძოლი
უკრაინაში ბახმუტის მისადგომებთან 24 წლის ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართველმა მეომარმა სასიკვდილო ჭრილობები რუსებთან პირისპირ ბრძოლის დროს მიიღო.
დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უკრიანაში მებრძოლი ქართველები ამბობენ, რომ დაღუპული ჯარისკაცი უცხოურ ლეგიონში მსახურობდა.
"გუშინ საღამოს გავიგეთ ეს ამბავი, კიდევ ერთი ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მსახურობდა უცხოურ ლეგიონში ლუგანსკის მიმართულებით მოხდა ეგ ამბავი. ის ბიჭი ვინც არის, ხელშის დაჭრილი. ბრძოლები მიმდინარეობს, ზოგ მონაკვეთში საარტილერიო არის, მიქსია, საარტილერიო, კონტაქტი ყველაფერი ერთად არის იმიტომ, რომ ნელ-ნელა უკრაინელები მიდიან წინ, რუსები ტოვებენ პოზიციებს", - ამბობს უკრაინაშ მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა. დაღუპულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში 44 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.