"არ მიშვებდნენ, დე, არაა, იქნებ გშველოდი ჩემი გვერდით ყოფნით, დედიკო" - ტრაგიკულად დაღუპული 3 წლის გოგოს დედა
ესპანეთში, სამი წლის ქართველი გოგონას გარდაცვალებას უცხოური მედია ეხმაურება.
ესპანური სააგენტოს ცნობით, გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდა. მცირეწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სტატიას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი გოგონას დედა, ანი რევიშვილი აზიარებს.
"არ მიშვებდნენ დე, არაა, იქნებ გშველოდა ჩემი გვერდით ყოფნით, მაგრამ არ მიშვებდნენ, დედიკოო“, - წერს ანი რევიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ესპანეთში ქუთაისელი გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა.