თეგებით ძიება

ჩვენ გვჭირდება ცოტა მეტი დრო კონტრშეტევისთვის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მის უკრაინელებს მეტი დრო სჭირდება რუსეთის წინააღმდეგ  კონტრშეტევის დასაწყებად.

"ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და წარმატებები. მაგრამ ჩვენ ბევრ ადამიანს დავკარგავთ. მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელია. ასე რომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ გვჭირდება ცოტა მეტი დრო", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საბრძოლო ბრიგადები, რომელთა ნაწილი ნატოს ქვეყნების მიერაა გაწვრთნილი მზად არიან, მაგრამ არმიას ჯერ კიდევ სჭირდება რაღაცები, მათ შორის ჯავშანტექნიკა. 

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა