თეგებით ძიება

წვიმა და სიცივე - როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

მეტეოროლოგ, კობა ფარტენაძის ინფორმაციით, საქართველოში უახლოეს დღეებში არასტაბილური ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

"მეც დავიღალე, თქვენც დაიღალეთ ამდენი ღრუბლიანი დღით, მაგრამ აშკარაა, რომ მყარი და ხანგრძლივი ატმოსფერული სტაბილურობის დრო ჯერ არ დადგა გაზაფხულით, რომელიც ისევ გაგრძელდება უახლოეს დღეებშიც, რათა შემოგვთავაზოს ატმოსფერული არასტაბილურობისა და შესაბამისად, ტემპერატურის +18, +20 გრადუსამდე დაწევის სცენარები.

მიმდინარე კვირა საქართველოში კვლავ არასტაბილური იქნება, ძირითადად მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმა. 

გაიზრდება ატმოსფერული არასტაბილურობა, შესაბამისად, იქნება უფრო გაურკვეველი ამინდის პირობები და ტემპერატურის მორიგი და აშკარა ვარდნა, რაც პრაქტიკულად მოიცავს მთელ ქვეყანას.

შესაბამისად ხუთშაბათიდან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ამინდი იქნება პერიოდულად წვიმიანი, დღის მაქსიმალური ტემპერატურა ყოველდღე  თითქმის ერთნაირი და დაბალი  +16, +18 გრადუსი სითბო. 

გისურვებთ სასიამოვნო კვირას", - წერს ფარტენაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა