თეგებით ძიება

მინდა რუსეთ-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი დავაყენო - რას ამბობს დუმის დეპუტატი?

რუსეთის "დუმის" დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა განაცხადა, რომ  მზადაა სახელმწიფო სათათბიროს საბჭოს წარუდგინოს რუსეთსა და საქართველოს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის ჯგუფის შექმნის საკითხი. ამის შესახებ მან "რია ნოვოსტისთან" ისაუბრა.

"ჟურნალისტები რუსეთის და საქართველოს პარლამენტების დონეზე ურთიერთობების დათბობაზე და ურთიერთ თანამშრომლობისთვის "მეგობრობის ჯგუფის" შექმნაზე  მეკითხებიან; რუსეთის დუმაში მსგავსი ჯგუფი გასაგები მიზეზების გამო არ იქმნებოდა, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის, დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია. თუმცა, მზად ვარ, ეს საკითხი განსახილველად გამოვიტანო სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის და დუმის საბჭოს წინაშე. დარწმუნებული ვარ, "საპარლამენტო თანამშრომლობის" ჯგუფები მოსკოვსა და თბილისში შეძლებდნენ საკუთარი წვლილი შეეტანათ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთთანამშრომლობაში", - განაცხადა პოპოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა