თეგებით ძიება
11. 05. 2023 ვიდეო

"შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები" - რუსმა სამხედროებმა საქართველოს დროშა შეურაცხყვეს (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ნიღბიანი რუსი ჯარისკაცები საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ. 

"გაფრთხილება ყველა ნაბი**არს - ჩვენ ვნახეთ თბილისის ცენტრში  ქართველმა ნაცისტებმა როგორ დაწვეს რუსული დროშა. ჩვენ ასევე ვნახეთ, სხვადასხვა ქართველი ეშმაკები როგორ ბილწავენ რუსების სახლებს საქართველოში. ისე მოხდა, რომ მხოლოდ "ვაგნერელები" დავრჩით, ვინც ჩვენს სამშობლოს საგარეო საფრთხისგან იცავს - მაგალითად დღეს დედა მოვუ**ნით ქართველების პოზიციებს და იქ მათი წყეული დროშები ვნახეთ. 

ნახეთ, რას ვუზამთ ახლა იმ ქვეყნების დროშებს, რომლებიც ჩვენს დროშას დასცინიან. თავად ნახეთ და იცოდეთ, შემდეგი თქვენ იქნებით, დედამო**ნული ქართველები", - ისმის ვიდეოში. 

იხელეთ ვიდეო

ცნობისთვის, 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა