თეგებით ძიება

"ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტური პარტია დატოვა

"ქართულმა ოცნებამ“ ევროპის სოციალისტურ პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი დატოვა.

პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზი "ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის არგამოხატვა გახდა.

"სამწუხაროდ, 2015 წლიდან დღემდე, ევროპის სოციალისტურ პარტიას არ გაუკეთებია არც ერთი ხმამაღალი განცხადება „ქართულმა ოცნების“ მხარდასაჭერად. მეტიც, ევროპის სოციალისტურ პარტიის ცალკეული წარმომადგენლები რეგულარულად უერთდებოდნენ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკურ კამპანიებს. ასეთ პირობებში, ევროპის სოციალისტურ პარტიაში „ქართულმა ოცნების“ წევრობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე არათუ დადებით როლს არ ასრულებდა, პირიქით, სრულიად კონტრპროდუქტიული იყო. 2015 წლიდან დღემდე, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებოდით ევროპის სოციალისტური პარტიის იდეოლოგიურ ტრანსფორმაციას - გასული წლების განმავლობაში აღნიშნული პარტია სულ უფრო შორდებოდა სოციალურ-დემოკრატიულ იდეოლოგიას და გადადიოდა ფსევდო ლიბერალურ პლატფორმაზე. ზემოაღნიშნულის გადაწყვეტილებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ ევროპის სოციალისტურ პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსი და ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება" შესაძლოა, ევროპის სოციალისტური პარტიიდან გაერიცხათ. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ კონსერვატორების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლა იყო. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა