თეგებით ძიება

საქმე არ განახლდება - რას ამბობს ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატი?

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმე არ განახლდება.

ადვოკატის თქმით, კითხვები ძირითადად ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელთან, სერგო შუბითიძესთან მის კავშირებს შეეხებოდა. ის არ გამორიცხავს, რომ ყოფილი გამომძიებლის წინააღმდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრას.

"რამდენად იყო შესაძლებელი, რაც სერგო შუბითიძემ საჯაროდ განაცხადა, ამდაგვარი ფაქტის არსებობა, რასაც მე შესაძლებლად ვთვლი, რომ ეს იყოს რეალური ფაქტი, იმის გათვალისწინებით, რომ არაერთი მაგალითი მქონდა მთელი გამოძიების პერიოდში. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ არ განახლდება აღნიშნული საქმე. სამწუხაროდ, ყველაფერს გააკეთებენ ზემდგომი და გენერალური პროკურატურა, რომ რაღაცნაირად ჩაფარცხონ", - თქვა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითიძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.  შუბითიძემ თქვა, რომ გამოძიების დროს ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა. 

სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სერგო შუბითიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე 2 მაისს გამოიკითხა.

ამასთან, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები გამოძიების თავიდან ჩატარებას ითხოვენ. მათ 3 მაისს უწყებას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართეს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა