"მივმართავ ყველა შვილმკვდარ მშობელს... მიეხმარეთ ამ პატარა ბავშვებს, რომელთა საცოდაობით იწვის დედამიწა" - რას წერენ 3 წლის ბავშვის ტრაგედიაზე
იურისტი, ლევან ჭელიძე მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას ესპანეთში დაღუპული ქართველი გოგონას მშობლების მხარდაჭერას სთხოვს.
"მივმართავ ყველა შვილმკვდარ მშობელს.
ანუგეშეთ ეს ახალგაზრდები, თქვენ იცით ამ სიმწრის ფასი და მასთან ბრძოლის წესები.
მიეხმარეთ სულიერად ამ პატარა ბავშვებს, რომელთა საცოდაობით იწვის და დუღს დედამიწააააა", - წერს იურისტი.
შეგახსენებთ, რომ 10 მაისს, ესპანეთში ქუთაისელი გოგონა ტრაგიკულად დაიღუპა.