თეგებით ძიება

რუსეთისთვის სანქციების დაწესებით დავსჯით საკუთარ ხალხს და ქვეყანას - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ყველაზე მეტად ქართველი ხალხი დაზარდება.

"დაუწესეს თავის დროზე საქართველოს მოქალაქეებს სასჯელი, სანქცია, დღეს ეს სანქცია მოიხსნა, რაც კარგია, იმისთვისა, რომ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები იყოს უკეთ რეალიზებული, მათ შორის როდესაც საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, ასეთი რაღაცაც კი გაისმა ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ჩვენ კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომ ხელი უნდა შევუწყოთ, არა ხელი უნდა შევუშალოთ, ხელი უნდა შევიწყოთ დიასპორის კავშირს საქართველოსთან, საკუთარ სამშობლოსთან. ამ პირობებში მითუმეტეს მიუღებელია ყოველგვარი საუბარი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე, გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ დავსჯით საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას. როცა შესაბამისად ოპოზიცია ასეთ რაღაცებზე საუბრობს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მოქმედებენ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ", - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა