თეგებით ძიება

გოგონასთან იძულებით სქესობრივ კავშირს მამის გარდა, მეზობელი კაციც ამყარებდა - რას ამბობს ბრალდებული მშობელი?

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული მამა დანაშაულს არ აღიარებს.

სახაზინო ადვოკატის ინფორმაციით, გოგონას მამა ბრალს არ აღიარებს.

ბრალს არც მოზარდის მეზობელი აღიარებს. მისი ადვოკატი დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საკუთარ შვილზე ძალადობაში ბრალდებული მამა სამართალდამცველებმა ფაქტის გახმაურებიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის გაუპატიურების მუხლით წარუდგინეს. 

პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა სოფლის რწმუნებულიც, რომელმაც ოჯახში სამართალდამცველები პირადად გამოიძახა. მოწმე ამბობს, რომ მამა არასრულწლოვან შვილთან ერთად ბოლოს ავტომობილში ნახეს.

გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ გოგონასთან იძულებით სქესობრივ კავშირს მეზობელი მამაკაციც ამყარებდა. მოზარდი ამ ეპიზოდს არ ადასტურებს, თუმცა "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გაუპატიურებაში ბრალდებულმა თანასოფლელმა დანაშაული თავად აღიარა. ფაქტს ადასტურებს გამოძიების მიერ ამოღებული სხვა მტკიცებულებებიც, თუმცა 28 წლის მამაკაცის ოჯახში მის მიერ არასრულწლოვანის გაუპატიურებას გამორიცხავენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა