თეგებით ძიება
11. 05. 2023 ბიზნესი

ტოპ 5 თვალისმომჭრელი ნაგებობა, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

საუკუნეების განმავლობაში ადამიანები საცხოვრებელი ადგილების და შენობა-ნაგებობების განსხვავებული სტილით აგებას ცდილობდნენ. ეს ბევრ ფაქტორზე იყო დამოკიდებული. დღეს, 21-ე საუკუნეში თითქოს არაფერმა არ უნდა გაგაკვირვოს, თუმცა არქიტექტორები და დიზაინერები ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებენ.

მათ მიერ შექმნილი ნამუშევრები განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვიტოვებს.

სტატიაში წარმოგიდგენთ ტოპ 5 შენობას, რომელბიც ჩვენს გაოცება ახერხებს.

"ჩიტის ბუდე" - პეკინის ეროვნული სტადიონი, ჩინეთი, 2008 (Beijing National Stadium)

პეკინის ეროვნული სტადიონის მშენებლობა 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისათვის დასრულდა. ვიზუალური მსგავსების გამო, ნაგებობას „ჩიტის ბუდესაც“ უწოდებენ.

სტადიონზე გაიმართა ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის მთავარი ცერემონიები. მნიშვნელოვანია, რომ შენობა აგებულია პრიცკერის პრემიის ლაურეატი არქიტექტორებისა და ჰერცოგი და დე მერონის პროექტით. მისი ღირებულება 428 მლნ დოლარია.

ლოტოსის ყვავილი, ჩინეთი, 2013 (Lotus flower, China, 2013)

ჩინეთში მდებარე აღნიშნული შენობის დიზაინი აყვავებული ლოტოსის ყვავილის ინსპირაციით შეიქმნა და 2013 წელს დასრულდა.

შენობა ხელოვნური ტბის ცენტრშია აგებული და მასში განთავსებულია საკონფერენციო დარბაზები, საგამოფენო სივრცეები, ოფისები, ლოტოსის შიგთავსის მსგავსი ინტერიერით. შენობის დიზაინი ეკუთვნის ავსტრალიურ არქიტექტორულ კომპანიას studio505.

ინფრასტრუქტურის გარე ფასადი მრავალფერად ნათდება ღამით და ფერთა კომბინაციას ყოველ 20 წამში იცვლება. ეს კი მნახველთა განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფასადი შედგება მთელი რიგი გარე "ფურცლებისგან", რომლებიც ღამით ანათებენ. უნდა ვიცოდეთ, რომ მთლიანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა ენერგიის მოხმარების მინიმიზაციის მიზნით: 2.500-ზე მეტი გეოთერმული ელემენტი მდებარეობს ტბის ფსკერზე, ხოლო დიდი თერმული ბუხარი მდებარეობს ყვავილის მთავარ გარსში. საბოლოო სახე შენობამ 2013 წელს მიიღო და მას შემდეგ ტურისტების ტურისტების საყვარელ სავიზიტო ობიექტს წარმოადგენს.

ვალენსიის ოპერის თეატრი, ესპანეთი, 2005 (Valencia Opera House, Spain, 2005)

ზოგადად, ოპერის თეატრები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს მოგვაგონებს, თუმცა „Palau de les Arts Reina Sofia Palace of Arts“ - ვალენსიის ოპერის თეატრი მათ რიგებში არ შედის. ის 10 წლის განმავლობაში შენდებოდა და 2005 წელს საზეიმოდ გაიხსნა. ნაგებობა მნახველებს დიდ შთაბეჭდილებას უტოვებს.

შენობის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად, შენობის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან. შენობის ნაწილს ჰკვეთს ავტოსტრადა, ამასთან სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით.

რაც შეეხება უშუალოდ სივრცეს, ოპერის შენობა 40 ათას კვადრატულ მეტრზეა განთავსებული, 4 ძირითადი დარბაზისგან შედგება და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ოპერის თეატრის სტატუსს ინარჩუნებს, რომლის სიმაღლე 75 მეტრს შეადგენს.

პიანინო სახლი, ჩინეთი, 2007 (Piano House, China, 2007)

ზემოთ უკვე ნახეთ თვალისმომჭრელი ნაგებობები და შეიძლება კიდეც, გაგიჩნდათ კითხვა - ეს ადამიანის შექმნილია?! შემდეგი სურათი სახლი-პიანინო საოცარი ნაგებობაა, რომელიც არაჩვეულებრივი ფორმით შეემატა უნიკალურ ნაგებობათა სიას. 

შენობა აგებულია უახლესი ტექნოლოგიური მასალებით. კონსტრუქციას პროტოტიპებთან შედარებით აქვს 1:50 მასშტაბი და წარმოადგენს მუსიკალური ინსტრუმენტების კოპიას - ვიოლინოსა და როიალის. სწორედ ამიტომ,  ნაგებობას „პიანინოს და ვიოლინოს ფორმის შენობასაც“ უწოდებენ.

პიანინოს სახლი 2007 წელს ააშენეს. შენობი სივრცეში გადაადგილება შუშის ვიოლინოს ფორმის ნაწილში განთავსებული ლიფტის საშუალებით ხდება, საიდანაც შემდეგ სტუმარი როიალის ფორმის უზარმაზარ დარბაზში ხვდება.  

სელფრიჯის შენობა, ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი, 2003 (Selfridges Building, Birmingham, UK, 2003)

„ქალის სილუეტს წააგავს და პაკო რაბანის ცნობილი ჯაჭვებიანი კაბის ტექსტურის ფასადი აქვს“ - ხშირად ასე ამბობენ ნაგეგობაზე, რომლის შესახებაც ახლა უნდა მოგიყვეთ... 2003 წელს ბირმინგემის ცენტრში აგებული ფუტურისტული სელფრიჯის სავაჭრო ცენტრის შენობა მართლაც, რომ გამორჩეულია და მნახველებიც აღფრთოვანებაში მოჰყავს.

ცნობისთვის, შენობის ლურჯი ფასადის მოპირკეთებას 15,000 ალუმინის დისკი დასჭირდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. მისი არქიტექტურა კომპანია Future Systems-ს ეკუთნის.

ნაგებობების ეს მცირე ჩამონათვალი, დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან, ყოველთვის აოცებს ადამიანებს და შთაბეჭდილებებით დახუნძლულს ტოვებს.... 

და მაინც, რომელია თქვენი ფავორიტი?!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა