თეგებით ძიება

პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს და დაასრულებდა ოკუპაციას - კელი დეგნანი

პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს და დაასრულებდა ოკუპაციას, - ასე აფასებს საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის მოხსნასა და ფრენების აღდგენის საკითხს.

""მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმის შესახებ, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს კანდიდატის სტატუსის მიღებაზე. თუმცა, ჩნდება შეკითხვა, რატომ მიიღო პუტინმა ეს გადაწყვეტილება ახლა. დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ამას რიგითი ქართველების საკეთილდღეოდ აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ ის ზოგჯერ რუსებს იყენებს სხვა ქვეყნებში, რათა იმ ქვეყნის საქმეებში ჩაერიოს. უკვე ბევრი ქართველია, ვინც შეშფოთებულია ასობით ათასი რუსით, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და შეიძლება კიდევ მილიონიც ჩამოვიდეს ამ ფრენების გახსნის შემდეგ. პუტინს რომ გული შესტკიოდეს საქართველოზე, ის გაიყვანდა ჯარებს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, დაასრულებდა ოკუპაციას და უკან წაიღებდა ამ ტერიტორიების აღიარებას. სწორედ ამას დააფასებდა ქართველი ერი, როგორც ჭეშმარიტ ჟესტს და გულწრფელ კეთილი ნების ჟესტს. გავიხსენოთ, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს დაესხა თავს საქართველოს, რომელმაც დაიპყრო ეს ქვეყანა, რომელიც 1970-იან წლებში ცდილობდა ქართული ენის გაუქმებას. ძალიან უცნაურია, როდესაც ესალმები ამ ჟესტს იმ ქვეყნისგან, რომელიც ახლა უკრაინასთან ასეთ სასტიკ ომს აწარმოებს", - განაცხადა კელი დეგნანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა