თეგებით ძიება
11. 05. 2023 ვიდეო

სპილენძის მავთულით გაკერილი ფეხსაცმელი მეცვა, მახსოვს, ძალიან დამცინეს - რას იხსენებს გიორგი ნაძღაიძე? (ვიდეო)

ტელეწამყვანი, გიორგი ნაზღაიძე თავისი ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს. ამის შესახებ მან კოსტა სანიკიძის YouTube არხზე ისაუბრა.

"ბიძაჩემი, რომ გვაძლევდა ფეხსაცმელს ეცვა ჩემს ძმას, მერე მეორე ძმას, მესამე ძმას და ბოლოს მე. ჩემამდე, რომ მოვიდა ეს ფეხსაცმელი იყო გვერდზე ჩახეული და წვრილი სპილენძის მავთულით მქონდა ამოკერილი, მაგით დავდიოდი ქუჩაში. მე არ მქონდა ის მომენტი, რომ აი გაკერილი მაცვია. ფასანაურში, ერთ-ერთი ჩასვლის დროს ეგ ფეხსაცმელი მეცვა. მახსოვს, ძალიან დამცინეს. ბევრნი ვისხედით და ყველამ დამცინა ხმამაღალი სიცილით. მაგ დროს არ გავბოროტდი. ძალიან დამწყდა გული. გული მეტკინა, რომ ჩემი გაჭირვება გახდა დასაცინი. რომ გავიზარდე მერე მივხვდი ცხოვრებაში, გაჭირვება კი არ არის დასაცინი, ბევრი სხვა რამეა დასაცინი...“, - ამბობს ტელეწამყვანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა