საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი ჰუმანიტარული მიზნით გავაუქმეთ - დიმიტრი პესკოვი
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს მოსახლეობისთვის სავიზო რეჟიმი მოქალაქეების, ბიზნესის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თხოვნის საფუძველზე გააუქმა.
"რუსეთის ხელისუფლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ორი ქვეყნის მოქალაქეების, მეწარმეები, კულტურის მოღვაწეები, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მიმართავდნენ, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებას გვთხოვდნენ“ - განაცხადა პესკოვმა.
ამასთანავე, ოპოზიციის წარმომადგენლების საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეაქციის კომენტირებისას, პესკოვმა განაცხადა, რომ რეაქცია იყო როგორც ნეგატიური, ასევე თავშეკავებულიც.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ შეეძლებათ.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.
2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.