თეგებით ძიება

რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, საქართველო ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში.

"დღეს მოვისმინე ევროკავშირის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება და მინდა, ჩვენს საზოგადოებას ავუხსნა. რასაც ევროკავშირი ოთხ დღეში ვაჭრობს რუსეთთან, ჩვენ, ჩვენი ქვეყანა ვაჭრობს მთელი წლის განმავლობაში. რომ არ მოიწონეს ეს ფრენები, ვაჭრობა და ეკონომიკა რუსეთთან, ევროკავშირი დღემდე ვაჭრობს რუსეთთან და რასაც ევროკავშირი ვაჭრობს ოთხ დღეში, ჩვენ ვვაჭრობთ ერთ წელიწადში. შარშან სავაჭრო ბრუნვამ 270 მილიარდი დოლარი შეადგინა, თითქმის 300 მილიარდი დოლარი შეუვიდა რუსეთს შარშან, გაგანია ომის დროს ბიუჯეტში სუფთა შემოსავლების სახით. საიდან? ევროკავშირისგან. ჩვენ, პატარა ქვეყანა, ასეთი გამოწვევებით, 20 პროცენტი არის ოკუპირებული და რუსის ჯარი გვიდგას აქ, ჯერ კიდევ ასეთი პრობლემები გვაქვს, რაც დაინგრა საბჭოთა კავშირი და მას შემდეგ უამრავ ომი, უბედურება გადავიტანეთ, სამოქალაქო ომები, ომები შიგნით, ხალხმა ვეღარ ამოისუნთქა, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. პუტინის განკარგულებით, 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღის ვადით, უვიზოდ  შეეძლებათ.

რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმიმოსვლა თბილისში ანტირუსული საპროტესტო გამოსვლების ფონზე 2019 წლის ზაფხულში შეაჩერა.

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა