თეგებით ძიება

რა გვინდა, ისევ რუსეთის ორბიტაზე ტრიალი და აღდგენილ საბჭოთა კავშირში აღმოჩენა? - ლანა ღოღობერიძე

რეჟისორი, ლანა ღოღობერიძე რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბას და ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვის მოხ­სნას ეხმაურება.

"დღე­ვან­დელ დღეს, რო­დე­საც ასე მკვეთ­რად არის გა­ყო­ფი­ლი მსოფ­ლიო, რო­დე­საც და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­რო, მთე­ლი და­სავ­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია, რომ­ლის­კე­ნაც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ვის­წრა­ფით, ასე აშ­კა­რად და­უ­პი­რის­პირ­და რუ­სე­თის იმ­პე­რი­ულ ამ­ბი­ცი­ებს, რო­დე­საც ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის მიერ პუ­ტი­ნი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვედ, რო­დე­საც რუ­სე­თი არის ტე­რო­რიზ­მის ხელ­შემ­წყობ ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბუ­ლი, ჩვე­ნი მარ­თლაც პა­ტა­რა ქვეყ­ნის, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო სულ მარ­ტო, რუ­სეთ­თან რა­ი­მე სა­ხით და­ახ­ლო­ე­ბა სრუ­ლი­ად და­უშ­ვებ­ლად მი­მაჩ­ნია. სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბა, რა თქმა უნდა, მათი საქ­მეა, მაგ­რამ ჩვენ­თან ფრე­ნე­ბის აღ­დგე­ნა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია. რო­გორ უნდა იფ­რი­ნონ იმ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ისე­დაც და­სან­ქცი­რე­ბულ­ნი არი­ან თუ ჩვე­ნე­ბი შე­ე­ხი­დე­ბი­ან? რაც მთა­ვა­რია, ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვაა - აი, ახლა, როცა ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ზღურ­ბლზე ვართ, რო­გორ უნდა და­ვუ­ახ­ლოვ­დეთ რუ­სეთს? რა გვინ­და, ისევ რუ­სე­თის ორ­ბი­ტა­ზე ტრი­ა­ლი და აღ­დგე­ნილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღ­მო­ჩე­ნა? ეს ხომ მარ­თლა სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია?! ეს ბევრ პრობ­ლე­მას შეგ­ვიქ­მნის, ერ­თა­დერ­თი იმე­დი ისაა, რომ მთე­ლი ევ­რო­პაც და ამე­რი­კაც ხე­დავს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მონ­დო­მე­ბუ­ლია გახ­დეს პროგ­რე­სუ­ლი, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ევ­რო­პის წევ­რი. ეს ჩვენ­თვის იმ­დე­ნად ბუ­ნებ­რი­ვი სწრაფ­ვაა, რომ მგო­ნია, ის­ტო­რია ასეთ ნა­ბიჯს ვერ გა­და­ად­გმე­ვი­ნებს ჩვენს ქვე­ყა­ნას.

ისიც გა­სა­გე­ბია, რომ იქ, რუ­სეთ­ში ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ყო­ველ­თვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია პი­როვ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სურ­ვი­ლი, რომ მათ ისე­დაც მძი­მე ყოფა შე­უმ­სუ­ბუ­ქო, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ რო­დე­საც სას­წორ­ზე დევს შენი ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლი, მა­შინ ეს, რა თქმა უნდა, მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის. დად­გე­ბა ის დრო, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ევ­რო­პის ნა­წი­ლი, რუ­სე­თიც უფრო ნორ­მა­ლუ­რი და უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა გახ­დე­ბა და მა­შინ ფრე­ნე­ბიც აღ­ვად­გი­ნოთ და, სა­ერ­თო­დაც, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­დეს მას­თან, ჩვე­ნი კულ­ტუ­რე­ბიც და­ახ­ლოვ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან, ეს ნამ­დვი­ლად მო­მინ­დე­ბო­და, მაგ­რამ ახლა არა, - მო­მა­ვალ­ში. მარ­თა­ლია, პუ­ტი­ნი ხელს გვიშ­ლის და­სავ­ლეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში, მაგ­რამ, მგო­ნია, არ გა­მო­უ­ვა, რო­დე­საც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს იმ იდე­ას, რომ ჩვე­ნი ად­გი­ლი არის და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში. ეს სა­უ­კუ­ნე­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი მის­წრა­ფე­ბა იყო, ჩვე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი ემ­თხვე­ვა ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებს და ჩვე­ნი კულ­ტუ­რა არის ევ­რო­პუ­ლი ჰუ­მა­ნის­ტუ­რი კულ­ტუ­რა, ამი­ტომ, რა თქმა უნდა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ბო­ლომ­დე ამ აზ­რზე იქ­ნე­ბა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ“, - თქვა ambebi.ge-სთან ლანა ღოღობერიძემ.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა