ოთხი მუხლიდან ორი მოხსნილია - ლაშა ნაკაიძე სასამართლომ ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლა
ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებულ ყველაზე მძიმე ბრალდებებში სასამართლომ გაამართლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნაკაიძეს ოთხი მუხლიდან ორი მოეხსნა. მას არ დაუდასტურდა არც მეგობარი გოგოს გაუპატიურება და არც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება.
ჟურნალისტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო სიტყვიერ ძალადობასა და მუქარაში და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
9 თვეა ნაკაიძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და საპატიმროს ის 3 თვეში დატოვებს.
საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით გაუპატიურების და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე, „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გასული წლის აგვისტოში წარუდგინა. ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებდა.