თეგებით ძიება
11. 05. 2023 მსოფლიო

მოსკოვიდან თბილისში ფრენის სურვილი 4-მა რუსულმა ავიაკომპანიამ გამოთქვა

რუსეთის მხრიდან, ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისში ფრენის სურვილი რუსეთის 4-მა ავიაკომპანიამ გამოთქვა.

რუსული მედიის ცნობით, ამ დროისთვის ყველაზე მეტი ფრენის შესრულება Red Wings-ს უნდა, კვირაში 21 ფრენა. სახელმწიფო ავიაკომპანია აეროფლოტს კვირაში 14 ფრენის შესრულება სურს, Nordwind-ს კვირაში 7-ის, ასევე, კვირაში 7 ფრენის შესრულების სურვილი აქვს ავიაკომპანია Azimuth-ს.

გარდა ამისა, Red Wings სურს, კვირაში 7 ფრენა შეასრულოს სამარადან და ყაზანიდან თბილისის მიმართულებით.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა