„რითი ასაბუთებთ, რომ ევროპა ამ მიმართულებით რამეს გვაძალებს და სუვერინეტიტს გვილახავს?“ - რას წერს მერაბ მეტრეველი?
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
„ხომ გახსოვთ, თავის დროზე ბიძინამ ხელის გადაგრეხვით რომ მიაღებინა პარლამენტს ანიტდისკრიმინაციული კანონი და მერე კონსერვატორულად განწყობილი საზოგაოდების დასამშვიდებლად კონსტიტუციაში რომ ჩაწერეს, ქორწინება მხოლოდ ქალის და კაცის ერთობააო?
ჰოდა, ახლა რომ ხალხს აშინებენ, თითქოს ევროპა რაღაცებს გვაძალებს და ლგბტ პროპაგანდას გვახვევს თავზე, ვინმეს გახსენდებათ, ან ამერიკას, ან ევროკავშირს ის საკონსტიუცუიო ჩანაწერი გაეპროტესტებინოს?
როდესმე დასვალეთს უთქვამს, როგორ გაბედეთ და ჩაწერეთ კონსტიტუციაში, რომ ქორწინება ქალის და კაცის ერთობაა მხოლოდო? არავის დასვლეთის ოფიცალური წრეებიდან ამაზე პროტესტი არ გამოუთქვამს, ხომ?
იქნებ ევროკავშირმა ჩაგვიწერა 12 პუნქტიან გეგმაში: თუ გინდათ კანდიდიატის სტტუსის მიღება, კონსტიტუციიდან ამოიღეთ, რომ ქორწიენბა ქალის და კაცის ერთობააო? არ ჩაუწერიათ ხო?
აბა, რითი ასაბუთებთ, რომ ევროპა ამ მიმართულებით რამეს გვაძალებს და სუვერინეტიტს გვილახავს?“ - წერს მეტრეველი.