თეგებით ძიება
11. 05. 2023 სპორტი

ეს დღე არასდროს დამავიწყდება - ლუკა მაისურაძის პირველი კომენტარი (ვიდეო)

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონმა, ლუკა მაისურაძემ გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ეს დღე არასდროს დამავიწყდება, მთლიანად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს",  - განაცხადა მაისურაძემ. მისი კომენტარი საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა. 

ცნობისთვის, დღეს ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური დაუპირისპირდნენ. თანაბარი და დაძაბული ბრძოლა დამატებით დროში გაგრძელდა. ეფექტური გდებით ლუკა მაისურაძემ გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა