ირუ ხეჩანოვი "ევროვიზია 2023-ს" გამოეთიშა (ვიდეო)
11 მაისს, "ევროვიზია 2023"-ის კონკურსის მეორე ნახევარფინალური კონცერტი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელით მომღერალი, ირუ ხეჩანოვი გამოდიოდა.
ქართველი მომღერალი კონკურსზე საქართველო მე-11 ნომრად წარადგინა.
სამწუხაროდ ირუ კონკურსს გამოეთიშა.
მთლიანობაში, მეორე ნახევარფინალი 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ალბანეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ბელგია, ავსტრია, ლიეტუვა, პოლონეთი, ავსტრალია, სომხეთი, სლოვენია.
ევროვიზია 2023-ის ფინალურ კონკურსზე, რომელიც 13 მაისს გაიმართება, 25 ქვეყნის წარმომადგენელი იმღერებს.