თეგებით ძიება
12. 05. 2023 სპორტი

კარლო ანჩელოტი "რეალში" კვარას დამატებას ითხოვს

ესპანური მედიის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" მთავარი მწრთვნელი, კარლო ანჩელოტი ასაქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ძლიერ მოხიბლულია.

გავრცელებული ცნობით, იტალიელი სპეციალისტი "სამეფო გუნდს" ქართველი ვინგერის შეძენას სთხოვს.

იმ შემთხვევაში, თუ კარლო "ბლანკოსში" კიდევ ერთი სეზონით დარჩება, მისი ერთ-ერთი სურვილი 22 წლის თავდასხმელის ყიდვა იქნება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ პაპა კარლო ხვიჩას ჯერ კიდევ "ნაპოლიში" მუშაობის დროს აკვირდებოდა და მისი თამაშის სტილიც მოსწონდა.

შეგახსენებთ, რომ თავად კვარას ოცნება თეთრი მაისურის მორგება და "რეალში" ასპარეზობაა.

წყარო: footballnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა