კონგოში მეწყერს 438 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კონგოში მეწყერს 438 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც და ადგილობრივი სამაშველო სამსახური 5000-ამდე დაკარგულს ეძებს.
სტიქიის შედეგად სრულად განადგურდა 1200-მდე საცხოვრებელი, დაზიანდა 3000-მდე შენობა.
აღმოსავლეთ კონგოში მეწყერი კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობამ გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით ვითარება სტიქიის რეგიონში მძიმეა და საჭიროებენ ჰუმანიტარულ დახმარებას