სპალეტი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. მას იტალიელ სპეციალისტს ჯაკომო ბულგარელის სახელობის ჯილდოს (Bulgarelli Award) გადასცემენ.
ჟიურის თავმჯდომარე გახლავთ ფაბიო კაპელო. ჟიურიში შედიოდნენ იტალიური სპორტის ისეთი ცნობილი მოღვაწეები, როგორებიც არიან სანდრო მაცოლა, გაბრიელე ორიალი, ლუიჯი კოლომბო, რობერტო მანჩინი, ლუისიტო სუარესი და სხვანი.
Bulgarelli Award-ი ყოველწლიური საფეხბურთო ჯილდოა. საუკეთესოს გამოსავლენად გამოკითხვა Associazione Bulgarelli-ის, იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციისა და FIFPro-ს მხარდაჭერით ტარდება. ჯაკომო ბულგარელი „ბოლონიისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო, რომელიც 1968 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა ტელეკომენტატორად TMC-სა (მონტე კარლოს ტელევიზია) და RAI-ში.