"აწი ნახავთ, რა ამბებს დაატრიალებს ფრონტზე ეს უანალოგო ჯართი" - ოკუპანტების რა ფოტოებს ასაჯაროვებს დავით ქაცარავა?
"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ოკუპანტები სამარცხვინო მძიმე ტექნიკას იყენებენ.
"ხომ გახსოვთ, როგორ გვეუბნებოდნენ "სამხედრო პრორუსი პროპაგანდონ- შმექსპერტები" რომ რუსებს ჯერ მხოლოდ ჯართი აქვთ გამოყვანილი, დააცლევინებენ უკრაინელებს შეირაღებას და მერე გამოიყვანენ ჭეშმარიტად უანალოგო ტექნიკას?
სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, ისინი მართლები აღმოჩნდნენ.
უკრაინაში გამოჩნდნა უანალოგო, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ტანკი, მისი უდიდებულესობა, ტ-55!
ვსიო, აწი ნახავთ, რა ამბებს დაატრიალებს ფრონტზე ეს უანალოგო ჯართი.
აი ამ ყლეებს გულშემატკივრობს ქოცობა.
აი ამ ჯართმაისტერებზე დადეს ფსონი ამ რუსების მონებმა.
რუსებზე უარესები ხართ, ქოცებო", - წერს ქაცარავა.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.