თეგებით ძიება

უკრაინის გვერდით ვდგავართ - ჯო ბაიდენი

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, - აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა თეთრ სახლში შეხვედრისას უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობაზე, რომელიც სრულად სცემს პატივს საერთაშორისო სამართალს და ასევე გაერო-ს წესდების პრინციპებს. არ დაუშვათ შეცდომა, ამ ომში არის აგრესორი და არის მსხვერპლი, ეს აგრესორი კი პრეზიდენტი პუტინია“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა შეხვედრისას.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა