თეგებით ძიება

რატომ აქვს და ვისგან მიიღო ადამიანმა მემკვიდრეობით დიდი ცხვირი? - მეცნიერების დასკვნა ცნობილია

დიდი ცხვირი ადამიანს შეიძლება, ნეანდერტალელებისგან ჰქონდეს მემკვიდრეობით მიღებული.

როგორც ვიცით, ადამიანებს სხვადასხვა ზომებისა და ფორმების ცხვირები გვაქვს. ზოგს შეიძლება ძლიერ პატარა ცხვირი ჰქონდეს, ზოგსაც კეხიანი, ფართო ან გაბრტყელებული.

ანალიზები მოიცავდა შერეული ევროპული, ადგილობრივი ამერიკული და აფრიკული წარმოშობის ინდივიდებს; ადამიანის გენომის უბნები შესაბამისობაში იყო გარკვეულ ინდივიდთა სახის სტრუქტურებთან. შემდეგ, ეს დამთხვევები სხვა ადამიანებისა და ნეანდერტალელების გენომებზე ჩატარებულ კვლევებს შეადარეს.

საერთო ჯამში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს 26 გენეტიკური უბანი, რომლებიც ძლიერ იყო დაკავშირებული ადამიანის სახის ფორმასთან.

ადგილობრივი ამერიკული წარმოშობის ადამიანებს აღმოაჩნდათ ნეანდერტალელებისგან მემკვიდრეობით მიღებული გენი, სახელად ATF3. გენის ეს ექსპრესია ძირითადად ცნობილია თავისი როლით ნერვულ ქსოვილთა რეგენერაციაში და მას სხვა გენი არეგულირებს, ის, რომელიც გავლენას ახდენს სახის ფორმაზე.

იმის მტკიცებულებასთან ერთად, რომლის მიხედვითაც, ATF3 აქტიურდება სახის ჩამოყალიბების შემდეგ, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ამ გენის არსებობამ შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილება განაპირობოს ცხვირის ზრდაში.

ამ ცვლილების სულ მცირე ნაწილზე მაინც პასუხისმგებელი შეიძლება ATF3 გენის განვითარება იყოს. ადამიანის ცხვირის ფორმაზე სხვა გენებიც ახდენს გავლენას; როგორც პირველადი კვლევები მიუთითებს, მათი ნაწილიც შეიძლება სწორედ ნეანდერტალელების ან დენისოველებისგან გვქონდეს მემკვიდრეობით მიღებული.

წყარო: 1tv.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა