თეგებით ძიება

რუსეთი აუცილებლად დამარცხდება - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აუცილებლად დამარცხდება.

"სახელმწიფოები უკრაინას თავდაცვითი დახმარების დიდ პაკეტებს უცხადებენ. ამას დემონსტრაციულად აკეთებენ და ამის ბოლო მაგალითია გერმანული პაკეტი,რომელიც  2,7 მლრდ ევროს მოიცავს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ:

ომი სწორ დასასრულამდე მიიყვანს; რუსეთი აუცილებლად წააგებს და დაჯდება ისტორიული სირცხვილის სკამზე; რუსეთის ფედერაცია აღარავის აშინებს; მხოლოდ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება დააბრუნებს მშვიდობას, პროგნოზირებად და სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა