თუშეთში, სტიქიის შედეგად 100 სულზე მეტი ცხვარი დაიხოცა
ძლიერმა სტიქიამ თუშეთის მიმართულებით, მთიან ზოლში მყოფი მეცხვარეები დააზარალა, დახოცილია ას სულზე მეტი ცხვარი. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.
ადგილობრივების თქმით, დიდთოვლობის გამო, მთიან ზოლში ზვავი ჩამოწვა და ცხვარი მოიყოლა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მეცხვარეებს საქონელი შირაქის ველიდან საგაზაფხულო საძოვარზე გადაჰყავდათ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეცხვარეები ამბობენ, რომ წელიწადის ამ დროს, ასეთი მასშტაბური სტიქია არ ახსოვთ. მათივე თქმით, დახოცილ საქონელს გზად პოულობენ. ცხვრის დათვლა უამინდობის გამო ვერ ხერხდება.