არ მომეწონა - რითაა უკმაყოილო გიული ალსანია?
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა.
ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ მოეწონა.
იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე და სახელმწიფოს არ დაავალა ქვეყნის შიგნით მისი სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა.