თეგებით ძიება

მოსალოდნელი გადაწყვეტილება იყო - იაგო ხვიჩია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

პარტია "გირჩის“ წევრი, იაგო ხვიჩია ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ემხაურება.

მისი თქმით, ამ საქმის არსებითად განხილვა არ დასრულებულა.

"ჩემი აზრით, მოსალოდნელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის საქმე იყო. არაფერს განსაკუთრებულს ამ გადაწყვეტილებიდან არ მოველოდით. ჯერ ამ საქმის არსებითად განხილვა არ დასრულებულა და ჯანდაცვის არგუმენტით სასჯელის მოხდის გადავადება, ზოგადად, ყოველთვის პრობლემურია მართლმსაჯულების სისტემაში“, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამავდროულად, სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამკურნალო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა