თეგებით ძიება

ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში, რომის პაპს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში ჩავიდა, სადაც ის რომის პაპს, ფრანცისკეს შეხვდა.

ეს არის უკრაინის პრეზიდენტისა და პაპის პირველი პირისპირ შეხვედრა უკრაინაში, რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ.

მანამდე, ზელენსკის რომში შეხვედრა ჰქონდა იტალიის პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტთან. ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ იტალია უკრაინას დახმარებასა და მხარდაჭერას დაჰპირდა.

შეგახსენებთ, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა