თეგებით ძიება

უკრაინა გაიმარჯვებს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია დანებებით - იტალიის პრემიერი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის პრემიერმინისტრს, ჯორჯია მელონის შეხვდა.

ჯორჯია მელონის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვებს.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს, რომ ის აღდგება კიდევ უფრო ძლიერი და აყვავებული. უკრაინის მომავალი მშვიდობისა და თავისუფლების მომავალია და ეს არის ევროპული მომავალი, სხვა გამოსავალი არ არსებობს", - თქვა მან.

როგორც მელონიმ აღნიშნა, რომი პარტნიორებთან ერთად უკრაინის სამხედრო მხარდაჭერისთვის მუშაობას გააგრძელებს.

"მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია მარცხით, დანებებით. ეს იქნება ძალიან საშიში ევროპაში მშვიდობისთვის და იქნება პრეცედენტი მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ მშვიდობას მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როცა რუსეთი შეწყვეტს საომარ მოქმედებებს და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას. ჩვენ გავაგრძელებთ მოსკოვის მიმართ მოწოდებას, შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და გაიყვანოს ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან", - თქვა მან.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში დღეს, 13 მაისს ჩავიდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა