მტკვარში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
რუსთავში, მტკვარში 30 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი მდინარემ ე.წ. ახალი ხიდის მიმდებარედ გამორიყა.
ადგილზე სამაშველო სამსახურისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.
“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, კაცი 2 კვირის წინ თბილისში გაუჩინარდა და მას ოჯახი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა.