მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ძაღლი 31 წლის გახდა
პორტუგალიაში მცხოვრები ძაღლი, სახელად ბობი, რომელიც გინესის მსოფლიო რეკორდების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმულია, 31 წლის გახდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ძაღლის პატრონის, ლეონელ კოსტას თქმით, საყვარელი ცხოველის დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულების გამართვას აპირებს, სადაც 100-ზე მეტ სტუმარს დაპატიჟებს.
მისივე თქმით, ბობის უკვე სიარული უჭირს და თითქმის მთელ დროს სახლის უკანა ეზოში, 4 კატასთან ერთად ატარებს.