თეგებით ძიება

„უარი თქვას საქართველომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, დაწესდეს სავიზო რეჟიმი“ – სოცქსელში პეტიცია ვრცელდება

შეიქმნა პეტიცია, რომელიც რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას ეწინააღმდეგება. გარდა ამისა, პეტიციის ავტორები ითხოვენ, რომ  რუსეთის მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ.

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე იხსნება აკრძალვა პირდაპირ  ფრენებზე საქართველოში.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის მიესალმება რუსეთის ფედერაციის ამ გადაწყვეტილებას. 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვაცნობიერებთ, რომ:

- რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი და მცოცავი ოკუპაცია დღესაც გრძელდება.

- რუსეთი არის აგრესორი სახელმწიფო, რომელიც იპყრობს და ანადგურებს უკრაინის ქალაქებს და კლავს მოსახლეობას.

- რუსეთი სულ უფრო და უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო იზოლაციაში. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულია რუსეთის პრეზიდენტის დაპატიმრების ორდერი. 

- მაშინ, როცა ქართველი ხალხი მხარს უჭერს უკრაინას და ქართველი მეომრები ეწირებიან უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან ურთიერთობების დათბობა არის მოღალატეობრივი ნაბიჯი და მიმართულია  სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. 

- საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება რისკის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.  

- რუსეთთან დაახლოება ნიშნავს ევროკავშირთან და ცივილიზებულ სამყაროსგან დაშორებას, სტრატეგიული პარტნიორების დაკარგვას,  ეკონომიკურად და პოლიტიკურად რუსეთზე დამოკიდებულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უარის თქმას და რუსეთის ნაწილად ქცევას. 

ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას :

- დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე

- უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე.

- უარი თქვას რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ვი­ზის გა­რე­შე რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნის უფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღემ­დე ვა­დით შე­ეძ­ლე­ბათ. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა