თეგებით ძიება

დღეს თამარობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.

თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყანის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ფიტარეთი, ქვაბთახევი, ბეთანია და სხვა არაერთი ეკლესია-მონასტერი. ღვთისმოშიში მეფის სახე სწორედ რამდენიმე ტაძრის ფრესკამ შემოინახა.

თამარ მეფის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. ზოგიერთი ისტორიული წყარო თამარ მეფის საძვალედ გელათს ასახელებს, ზოგიც - იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მეფე თამარს ასევე, აღდგომიდან მესამე კვირას, მენელსაცხებლე დედეთან ერთად მოიხსენიებს, რადგან ის თავისი ცხოვრებით ემსახურა უფალს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა