თეგებით ძიება
14. 05. 2023 სპორტი

„ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები“ - ლაშა ბექაური

ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ის­ტი ლაშა ბე­ქა­უ­რი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"მე იმ 300-ის შთა­მო­მა­ვა­ლი ვარ! სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლი, იმ გმი­რი წი­ნაპ­რე­ბის სის­ხლი ჩემ­შია. ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­შია და ყო­ველ წამს ბედ­ნი­ე­რი ვარ იმით, რომ ქარ­თვე­ლად და­ვი­ბა­დე, ამის­თვის უდი­დე­სი მად­ლო­ბა უფალს!

უდი­დე­სი მად­ლო­ბა ქარ­თველ ხალ­ხს, უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩემს გულ­წფელ გულ­შე­მატ­კი­ვარს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მარ­ჯვე­ბაც და და­მარ­ცხე­ბაც ყვე­ლა­ფე­რი ეს ღმერ­თის ნება იყო.

მად­ლო­ბა ღმერ­თს ქარ­თუ­ლი იყო ფი­ნა­ლი, და მად­ლო­ბა ღმერ­თს დღე ქარ­თუ­ლი ჰიმ­ნით დას­რულ­და. ძლი­ე­რი მა­შინ ვიქ­ნე­ბი თუ უფრო ძლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი ხვალ! და შევ­ძლებ მი­ვი­ღო მარ­ცხი ისე ვაჟ­კა­ცუ­რად რო­გორც გა­მარ­ჯვე­ბა.

ქარ­თვე­ლო­ბა რთუ­ლია და მი­ხა­რია, თუ ჩემი საქ­მით შე­მიძ­ლია ვი­ქარ­თვე­ლო, შე­მიძ­ლია სი­ხა­რუ­ლის ცრემ­ლე­ბით გა­ტი­როთ და სა­ხე­ზე თუნ­დაც რა­მო­დე­ნი­მე წა­მით ღი­მი­ლი მო­გა­ნი­ჭოთ.

მიყ­ვარ­ხართ! მიყ­ვარ­ხართ! მიყ­ვარ­ხართ! ვი­ო­მებ იქ, სა­დაც ჩემს სამ­შობ­ლოს დავ­ჭირ­დე­ბი და კი­დევ ერთხელ მიყ­ვარ­ხართ!

მად­ლო­ბა უფალს იმის­თვის, რომ მომ­ცა ის, რი­თიც შე­მიძ­ლია ჩემი სამ­შობ­ლო ვა­ა­მა­ყო და ჩე­მებ­მა იცოდ­ნენ, რომ მათ ყავთ ლაშა ბე­ქა­უ­რი პა­ტა­რა და "ყვე­ლა­ზე დიდი ქვეყ­ნი­დან", რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს აზან­ზა­რებს", - წერს ბექაური.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა