„ენა არ მიტრიალდება, იმდენად მძიმეა ჩემთვის...“ - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი?
თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს.
„ჩემთვის მართლა მტკივნეული ამბის დაწერა მიწევს სამწუხაროდ!
ეს ბავშვი თემირლანის საფლავზე ამოსული გავიცანი, მაშინ კიდე სკოლის მოსწავლე იყო!
ისე წამოვიდა თბილისიდან ხეობაში აზრზე კი არ იყო პანკისის ხეობა რომელ მხარეს მდებარეობს. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, მშობლებმაც კი არ იცოდნენ მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომ ის თემირლანის სასაფლაოზე მიდიოდა! მე არ ვიცი ეს ყველაფერი როგორ ავღწერო, არც ენა მიტრიალდება, იმდენად მძიმეა ჩემთვის დღეს ამ იშვიათი და სიცოცხილით სავსე გოგონას უეცარი სიკვდილი!
უსამართლობას ეს ყველაფერი!
ღმერთმა ნათელში გამყოფოს მარიამ!
ვწუხვარ და მოზიარე ვარ ამ დიდი მწუხარების!“ - წერს მაჩალიკაშვილი.