თეგებით ძიება

როდის გამოიდარებს საქართველოში? - ამინდის პროგნოზი

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძის ინფორმაციით, საქართველოში 15 მა­ი­სი­დან შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს, ხოლო 16 მა­ი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რა 20-25 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტებს. ამის შესახებ ნიორაძემ Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

„ბოლო ორი დღეა სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ გრი­ლი, ნო­ტიო და ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი ფიქ­სირ­დე­ბა. 13 მა­ისს თით­ქმის ერ­თნა­ი­რი ამინ­დი იყო, რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში - წვიმ­და, მა­ღალ მთა­ში ზო­გან მო­თო­ვა კი­დეც, და­ბა­ლი იყო ტემ­პე­რა­ტუ­რაც.

14 მა­ისს ნა­ლე­ქი­ა­ნი ამინ­დი შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს ნა­წილ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს - აქ ნა­ლე­ქი ზო­გან შე­წყდე­ბა, დღის ბო­ლოს გაძ­ლი­ერ­დე­ბა ქარი.

15 მა­ი­სი­დან შე­და­რე­ბით გა­მო­ი­და­რებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით გრი­ლი ამინ­დე­ბი და­ფიქ­სირ­დე­ბა. ტემ­პე­რა­ტუ­რა 13-18 გრა­დუ­სის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა. ნა­ლე­ქი მხო­ლოდ ცალ­კე­ულ რა­ი­ო­ნებ­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

16 მა­ი­სი­დან ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს 20-25 გრა­დუ­სამ­დე, მაგ­რამ თბი­ლი ამინ­დე­ბის ფონ­ზე, ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში და­ფიქ­სირ­დე­ბა ხან­მოკ­ლე წვი­მა ელ­ჭე­ქით.

შე­სა­ბა­მი­სად, ისე­თი ცივი ამინ­დე­ბი, რო­გო­რიც ბოლო დღე­ებ­ში ვი­ხი­ლეთ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი არ იქ­ნე­ბა", - ამ­ბობს სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა