თეგებით ძიება

თუ შეიძლება, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყველა სახის ტრანსპორტმა იაროს, თვითმფრინავმა რა დააშავა?! - „ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი

„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორი, თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა აუცილებელია და ვერ ხედავს რეალურ არგუმენტს, რატომ არ უნდა აღდგეს ფრენები იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ყველა სხვა ტრანსპორტის გადაადგილება დაშვებულია.

„თუ შეიძლება, რომ საზღვარზე ველოსიპედით გადავიდნენ, ტრაილერებმა იაროს, მსუბუქმა ავტომობილებმა, ავტობუსებმა, ყველა სახის ტრანსპორტმა, თვითმფრინავმა რა დააშავა?! თუ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამ შემთხვევაში რატომ ვართმევთ უფლებას ადამიანს, აირჩიოს რომელი ტრანსპორტით ისარგებლოს?!“, – განაცხადა გაიაშვილმა „იმედის“ ეთერში.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა