თეგებით ძიება

ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელად დიდ ბრიტანეთში ჩავიდა.

"დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როცა საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება, მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიში სუნაკს. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციასთან ერთად", - დაწერა ზელენსკიმ Twitter-ზე.

შეგახსენებთ, მანამდე, 13 და 14 მაისს ზელენსკი იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ოფიციალური შეხვედრები ჰქონდა ქვეყნების ლიდერებთან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა