თეგებით ძიება

ერთადერთი, საფრთხეს ვინც უქმნის სააკაშვილს, ეს არის მისი ოჯახი, რომელიც, შიმშილობისკენ აქეზებს - სოზარ სუბარი

პარტია "ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სააკაშვილს საფრთხეს თავისი ოჯახი უქმნის, რომელიც შიმშილობისკენ აქეზებს.

"საქართველოს ციხეებში დაცულია აბსოლუტურად ყველას უფლება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი რა გამორჩეულ და განსაკუთრებულ პირობებშიცაა, არ არის არც ერთი სხვა პატიმარი. სააკაშვილმა და მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ სტრასბურგში წასვლას აზრი არ ჰქონდა, რადგან მათზე უკეთ ვინ იცის, რა „ფეიქ“ კამპანიას აწარმოებდნენ და რამდენად არასწორი იყო ის, რასაც ითხოვდნენ. ისიც იცოდნენ, რომ ეს სტრასბურგში გამოჩნდებოდა. უბრალოდ, პრაქტიკულად, ჩვენ ვაიძულეთ, რომ სტრასბურგისთვის მიემართათ, იმდენჯერ ვუთხარით, რომ თუ მართლები იყვნენ, სტრასბურგში წასულიყვნენ. სტრასბურგმა დაადასტურა ის, რაც სიმართლეა და ეს თემა ვეღარ გაგრძელდება. რაც შეეხება არსებით განხილვას მიმდინარე საქმეებზე - ბუნებრივია, სტრასბურგში ვერ წავლენ, სანამ გამოძიება არ დასრულდება. რაც შეეხება მისჯილ საქმეებს, შეუძლიათ გაასაჩივრონ (როგორც ჩანს, გასაჩივრებულიც აქვთ), მაგრამ, სტრასბურგი გადაწყვეტილებებში პოლიტიკურ მოტივს რომ ხედავდეს, მით უმეტეს, როცა საქმე ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ეხება, გარწმუნებთ, რომ განხილვა ოთხი-ხუთი წელი კი არ გაგრძელდებოდა, როგორც ჩვეულებრივ გრძელდება ხოლმე, არამედ სასწრაფო წესით ჩაინიშნებოდა. რადგანაც არ არის განხილვები დაწყებული, ეს მკაფიოდ ნიშნავს, რომ სტრასბურგმა აქ პოლიტიკური მოტივი ვერ დაინახა. შესაბამისად, განხილვა ჩვეულებრივი წესით გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც ისე გამართლდება ქართული მართლმსაჯულება, როგორც გამართლდა, იგივე, „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა