თეგებით ძიება
15. 05. 2023 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ, ლონდონში ჩავიდა.

„დღეს - ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღესაც გაგრძელდება. ჩემს მეგობარ რიშის შევხვდები. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა