თეგებით ძიება

საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ ბრძანების მიხედვით, მიმდინარე წლის 15 მაისიდან ძალაში შევიდა ბრძანება რუსეთში შესვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედების შესახებ.  

"საქართველოს მოქალაქეები შედიან და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი. საქართველოში დაბრუნების სამგზავრო დოკუმენტი), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ან 90 დღეზე მეტი ვადით შედიან რუსეთის ფედერაციაში დროებითი ყოფნის, მათ შორის, განათლების მიღების მიზნით“, - ნათქვამია ბრძანებაში. 

შეგახსენებთ, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წლის დეკემბრიდან მოქმედებდა. მისი გაუქმების შესახებ განკარგულება კი 10 მაისს გამოიცა. ამას გარდა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის უფლება მისცა. 

2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია მოჰყვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა