კანდიდატის სტატუსზე ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება, დიახ - დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი აცხადებს, რომ დანია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს.
"მსურს, გამოვიყენო შესაძლებლობა და გითხრათ, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ჩემი ქვეყნის პასუხი იქნება – დიახ. თქვენ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს შემოდგომაზე, როდესაც ვნახავთ რეკომენდაციებს ევროკომისიისგან. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული გზა ევროკავშირისკენ. ეს ყველაფერი უკავშირდება კოპენჰაგენის კრიტერიუმებს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, შეასრულოს ეს კრიტერიუმები. საქართველო რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებზე დაფუძნებულ ამ კრიტერიუმებს თუ შეასრულებს, დანია მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას", – თქვა ლარს ლოკე რასმუსენმა.
ცნობისთვის, 14 მაისს, საქართველოს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ეწვია.