თეგებით ძიება

სურამში კერძო პირმა ხეები, სატყეო ტერიტორიაზე ჩააბეტონა – ხაშურის მერია

სურამში ხეები კერძო პირმა სატყეო ტერიტორიაზე ჩააბეტონა. ამის შესახებ ხაშურის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, სერგო ლალიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ვანდალური ფაქტი ჩაიდინა კერძო პირმა, რომელიც კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება.

"ხეები მერიას არ ჩაუბეტონებია. ეს რამდენიმე დღის ამბავია, ალბათ 3 დღის წინ ჩაიდინა კერძო პირმა ეს ვანდალური ფაქტი და ის აუცილებლად სამაგალითოდ დაისჯება”, – აცხადებს ლალიაშვილი.

მერიის წარმომადგენლის თქმით, ფაქტის შესახებ მათ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციიდან გაიგეს და მომხდარის შესასწავლად, ადგილზე ზედამხედველობის სამსახური გაგზავნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა