ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული
ფილოლოგ, ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული.
ბერძენიშვილის შვილმა სახლთან პოლიცია გამოიძახა. თავად ლევან ბერძენიშვილი მედიასთან ამბობს, რომ იმ დროს, როცა 20-მდე პირი მის სახლთან იმყოფებოდა, ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა.
მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ორგანიზებულმა ჯგუფმა ტერიტორია დატოვა.