თეგებით ძიება

ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე მკაცრ მიდგომას, რომელსაც რუსეთთან პირდაპირი ფრენების მქონე ქვეყნები იყენებენ - ლევან დავითაშვილი

რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად შეწყვიტა ფრენები 2019 წელს და ასევე ცალმხრივად განაახლეს ფრენები, ჩვენ უკვე მივიღეთ მომართვები გასული კვირის ბოლოს რამდენიმე ავიაკომპანიისგან, მათ შორის ქართულისგან, საკმაოდ ინტენსიური მუშაობა გვქონდა ექსპერტებთან ერთად, რათა შეგვესწავლა, როგორი პრაქტიკა არსებობს რუსეთთან ფრენების კუთხით, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ ვეფუძნებით ყველაზე უფრო მკაცრ მიდგომას, რომელსაც ის ქვეყნები იყენებენ, რომელთაც რუსეთთან ფრენები აქვთ. ეს არის რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით მიღებული გადაწყვეტილება, რაც ითვალისწინებს, რომ არც სანქცირებული ბორტები და არც კომპანიები არ იქნებიან დაშვებულნი ამ ქვეყნის ბაზარზე. ევროკავშირს აქვს ე.წ. შავი სია, რომლებიც არიან სანქცირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფრენების უსაფრთხოება და ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს თანხვედრაში „იკაოს“ მოთხოვნებთან.

ამიტომ, ბორტები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ ინფორმაციაზე, კვალიფიციურ შეკეთებასა და სერვისზე, საქართველოს სივრცეში ვერ იფრენენ. ჩვენ ყველა იმ კომპანიას და ბორტს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, საშუალებას მივცემთ, ფრენები განახორციელონ. დღეისთვის მოთხოვნა არის როგორც თბილისის, ისე ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებზე. საზოგადოებაში ცალსახა განწყობები არ არის. განსხვავებული აზრებია. კონკრეტული ჯგუფების ღელვა გასაგებია, თუმცა მოსახლეობის დიდი ნაწილს შეიძლება, საკმაოდ დიდ შეღავათს აძლევდეს პირდაპირი ფრენები. ამას აქვს სოციალური მნიშვნელობა, რადგან ეთნიკურად ქართველები, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ სარგებლობდნენ პირდაპირი მიმოსვლით. ეს მათ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს“, – განაცხადა მინისტრმა.

ცნო­ბის­თვის, რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­ა­უქ­მა. შე­სა­ბა­მი­სი გან­კარ­გუ­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა გა­მოს­ცა. პუ­ტი­ნის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ვი­ზო რე­ჟი­მი 15 მა­ი­სი­დან გა­უქ­მდე­ბა. ამას­თან, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა რუ­სუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფრე­ნებ­ზე აკ­რძალ­ვაც მოხ­სნა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა